არჩევნები 2021

თალაკვაძე: ცდილობენ წაგება ბოიკოტით გადაფარონ, ანომალიაა – ოპოზიციას არ უნდა იყოს ოპოზიცია

რაც შეეხება პარლამენტში ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებებს ბოიკოტთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური სისუსტის გამოვლინება და კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირება, რომ ამ ოპოზიციონერ პარტიებს არ შეუძლიათ სიმართლე უთხრან თავის ამომრჩევლებს და მხარდამჭერებს და ყოველთვის ცდილობენ, რომ წაგება გადაფარონ ისეთი მოუმწიფებელი გადაწყვეტილებებით, რომელიც გახლავთ ამ შემთხვევაში პოლიტიკური ბოიკოტი. ცალსახად, დემოკრატიასთან შეუთავსებელია და ერთგვარი ანომალია გახლავთ, როდესაც ოპოზიციას არ უნდა, რომ იყოს ოპოზიცია.

ამბობს პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე. საკანონმდებლო ორგანოს დატოვებაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღეს ნონა მამულაშვილმა, ანი წითლიძემ, ლევან ვარშალომიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ. 

კომენტარები