საქართველოს პარლამენტი

ფრაქცია შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი სახელს იცვლის და რეფორმების ჯგუფი ერქმევა

საპარლამენტო ფრაქცია შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი სახელს იცვლის. ფრაქციას რეფორმების ჯგუფი ერქმევა. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა.

"საპარლამენტო ფრაქცია შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის გადაწყვეტილებაა, ფრაქციის წესდებაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე. ფრაქციას განესაზღვრა ოფიციალური სახელწოდება - რეფორმების ჯგუფი“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი ივნისში შეიქმნა. ფრაქცია სამ პარტიას აერთიანებს - სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი - მეტი თავისუფლება, რესპუბლიკური პარტია. ასევე, ორ დამოუკიდებელ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს და ტარიელ ნაკაიძეს. 

კომენტარები