ჩრდილოეთ მაკედონია

არჩევნების II ტურის შედეგების გამო ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერმინისტრი გადადგა

ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერმინისტრი, ზორან ზაევი

ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერმინისტრმა, ზორან ზაევმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის მერობის კანდიდატი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტურში დედაქალაქ სკოპიეში დამარცხდა. 

ზაევოს თქმით, ის პასუხისმგებლობას იღებს მმართველი პარტიის კანდიდატის დედაქალაქში დამარცხებაზე.

"დემოკრატია პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს. მოვლენების ასეთ განვითარებაზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას და ვტოვებ პრემიერმინისტრისა და პარტიის პრეზიდენტის თანამდებობებს". – ამბობს ზაევო. 

ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური 44 მუნიციპალიტეტში ჩატარდა, აქედან 21-ში ოპოზიციამ გაიმარჯვა, მათ შორის 5 დიდ ქალაქში. 

ზაევოს თქმით, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საჭიროება არ არის, რადგან კანონმდებლობის თანახმად, მმართველ კოალიციას შეუძლია, პრემიერმინისტრობის ახალ კანდიდატზე შეთანხმდეს და ახალი მთავრობაც ჩამოაყალიბოს. 
 

კომენტარები