არჩევნები 2021

ბოკერია: ამოცანა უნდა იყოს დასახული, უნდა მივაღწიოთ ვადამდელს, ეს მიმაჩნია რეალისტურ ამბად

მე მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, ყველა მშვიდობიან აქციაში მონაწილეობა მიიღონ, იქამდე, მე იმედი მაქვს, რომ კონსულტაცია გვექნება და მე ვარ მომხრე, რომ არ იყოს ერთმანეთში წინააღმდეგობრივი გზავნილები. იმ საკითხზე, რაზეც მკაფიო ხედვა გვაქვს, ბუნებრივია, კომპრომისზე არ წავალთ, უბრალოდ იმიტომ, რომ ვასიამოვნოთ პარტნიორებს, რადგან ამას უფრო მძიმე შედეგი მოაქვს. 

ამოცანა უნდა იყოს დასახული, რომ ჩვენ უნდა მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს, იმ პოლიტიკურ კლიმატს, რომელიც ივანიშვილს სუს-ით და მოსყიდვით, აღარ ეყოფა რესურსი გადაწონოს. ამ მომენტში ეს მიმაჩნია რეალისტურ ამბად. 

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ფორმულას ეთერში. 

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია. ოპოზიციის გეგმა ნახეთ აქ

    კომენტარები