არჩევნები 2021

მელია: ბრძოლა იქნება უკომპრომისო

ხვალ ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმით წარვდგებით თქვენ წინაშე და ბრძოლა იქნება უკომპრომისო. იმიტომ, რომ ვიწროპარტიული ინტერესები აქ აღარ არსებობს, პარტიული პოლიტიკა, უბრალოდ აღარ არსებობს. იმუშავა კოალიციურმა ერთობამ, ძალიან მნიშვნელოვნად იმუშავა, ხალხს რწმენა გაუღვივდა, მაგრამ რა არის ახალ ჩვენი ამოცანა? რომ ეს კოალიცია უფრო ფართო გახდეს, მაგრამ ამ კოალიციაში ყველას ადგილი უნდა იყოს, არა მხოლოდ პოლიტიკოსების, საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეების, ჟურნალისტების, ექიმების, ინჟინრების, ყველასი, ვინ შეწუხებულია ფაქტით, რომ ქვეყანაში არჩევნები ივანიშვილის პირობებში აღარასდროს ჩატარდება. როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, გპირდებით, ბრძოლა იქნება უკომპრომისო, სულ არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკოსი ვარ, თუ პარტიის თავმჯდომარე. 

ჩვენ სიტყვებს ასე უბრალოდ, ჰარი-ჰარალოზე არ ვისვრით. ბიძინა ივანიშვილს ჩვენ მივეცით შანსი, მან ეს შანსი არ გამოიყენა. ჩვენ, მე პირადად მთელი ამ საათების განმავლობაში მქონდა კომუნიკაცია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთანაც და მე მათ არ დავუმალე ის, რასაც ახლა თქვენ გესაუბრებით - მე მათ ვუთხარი, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში გაუქმებულია და მერწმუნეთ, არ არსებობს ამ ქვეყანაში ადამიანი, ქართველი თუ უცხოელი, სტრატეგიული პარტნიორი თუ თანამებრძოლი, ვინც არ იზიარებს ამ მოსაზრებას. ამიტომ, აქ აღარ არის მხოლოდ პოლიტიკოსების საბრძოლველი, დიახ, ჩვენ ვიქნებით ავანგარდში, მაგრამ ჩვენი სურვილია, რომ ეს ბრძოლა წარიმართოს ძალიან ფართო კოალიციური მოძრაობით. ამიტომ, მოემზადეთ ძვირფასო თანამებრძოლებო, თანამემამულეებო, ევროპული დემოკრატიის, ღირებულებების და ფასეულობების მოსურნე საქართველოს მოქალაქეებო, ძალიან საინტერესო, თუმცა მძიმე თავგადასავლისთვის.

ბრძოლა იქნება უკომპრომისო და ბრძოლა იქნება ბოლომდე გამარჯვებისთვის. ბრძოლა იქნება მანამ, სანამ ამ ქვეყანაში არ მოვიპოვებთ არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას.

თქვა ოპოზიციის საერთო მერობის კანდიდატმა თბილისში, ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგმა.

კომენტარები