COVID-19-ის ვაქცინა

FDA-მ 5-დან 11 წლამდე ბავშვებში PFIZER-ის ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა 

აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) Pfizer/BioNTech-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას 5-დან 11 წლამდე ბავშვებში გამოყენებისთვის საგანგებო ავტორიზაცია მიანიჭა

5-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის გათვლილი ვაქცინის მოცულობა ჩვეულებრივი დოზის მესამედს შეადგენს.

მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება FDA-ს და CDC-ის საბჭოების რეკომენდაციას მოჰყვა, რომელიც გასულ კვირას გასაჯაროვდა. 

ჯერ კიდევ სექტემბერში FDA-მ გაავრცელა კვლევების შედეგი, რომელიც ადასტურებს ვაქცინის უსაფრთხოებას ამ ასაკობრივ კატეგორიაში.

ჯერჯერობით აშშ-ში 12 წლის ზემოთ მოსახლეობას ცრიან, ახალი გადაწყვეტილება კი დაახლოებით 28 მილიონ ბავშვს შეეხება. სავარაუდოდ, მათი აცრა შემდეგი თვიდან დაიწყება.

აშშ-ის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან აშშ-ში 5-11 წლამდე 160 ბავშვი გარდაიცვალა. რაც შეეხება საქართველოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ პანდემიის დაწყებიდან საქართველოში 9 ბავშვი და მოზარდი გარდაიცვალა COVID-19-ით.


23 აგვისტოს, აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ Pfizer-BioNTech-ის მიერ შემუშავებულ Covid-19-ის ვაქცინას საბოლოო, სრული ავტორიზაცია მიანიჭა.

"საზოგადოებას შეუძლია მეტად დარწმუნდეს, რომ ვაქცინა აკმაყოფილებს  უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს, რასაც FDA მთავარ მოთხოვნად აყენებს პროდუქტის ავტორიზაციისთვის". – თქვა FDA-ის მოქმედმა კომისარმა, ჯანეტ ვუდკოკმა.

FDA-ის გადაწყვეტილების შემდეგ Pfizer-ის ვაქცინა Covid-19-ის პირველი ვაქცინაა, რომელმაც  სრული ავტორიზაცია მიიღო. 

 

კომენტარები