არჩევნები 2021

მთავარი: ვინც ხვალ მოგვაწვდის საარჩევნო დარღვევის შესახებ ინფორმაციას, 1 000 ლარს მიიღებს

მთავარი არხი 30 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამია Facebook-ზე წერს, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც საარჩევნო დარღვევასთან დაკავშირებით არხს ინფორმაციას მიაწვდის, ფულად ჯილდოს მიიღებს. 

"ხვალ, ნებისმიერი პირი, რომელიც მოგვაწვდის საარჩევნო დარღვევის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის მტკიცებულებას, მთავარი არხისგან მიიღებს ათას ლარს.ჩაერთეთ გაყალბების კონტროლში!". – წერს გვარამია
 

კომენტარები