გამოვიდა ირაკლი ღარიბაშვილი და თქვა, რომ თუ უნდა, მოკვდეს მიხეილ სააკაშვილიო, ვინ მისცა ღარიბაშვილს ამის უფლება? რა მნიშვნელობა აქვს, ვის მოსწონს ან არ მოსწონს მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკურად როგორ ვიჩხუბებთ ჩვენ ერთმანეთში და რას გადავწყვეტთ თავისუფალი არჩევნებით, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი, ჩემი ქვეყანა ისე წამართვას, რომ ჩემი სახელით გააღოს ციხე, ვინც უნდა ის ჩასვას და მერე ასე შეურაცხმყოფელად ილაპარაკოს? არ არსებობს ადამიანი, ვისაც თუნდაც არ მოსწონს მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უნდა, რომ საკუთარ ქვეყანაში კიდევ ერთი პრეზიდენტი მოკვდეს, არ არსებობს ასეთი რამ.
არ არსებობს ასეთი დამოკიდებულებისგან მოგებული, ბიძინა ივანიშვილი იქნება, ღარიბაშვილი, წულუკიანი თუ ვინც გინდა, მისი ერთი გრამი უფლება რომ დაირღვეს, ზუსტად ასეთივე შემართებით უნდა დავიცვათ ის, იმიტომ რომ ჩვენ სახელს და გვარებს კიარ ვიცავთ, ჩვენ ვიცავთ, ზოგადად, ადამიანს, რომელიც უნდა იყოს ღერძი ჩვენი სახელმწიფოსი.





