მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ბრეგაძე: სააკაშვილი აგრძელებს მკურნალობას და მისი სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია

რატი ბრეგაძე

"იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ტვ იმედის ეთერში ისაუბრა. ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი განაგრძობს მკურნალობას და მისი სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია.

"რამდენად არის მოსალოდნელი პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან შემსუბუქება, ამაზე პროგნოზები უნდა გააკეთონ ექიმებმა და პროფესიონალებმა, ხოლო რაც შეეხება განცხადებას იმის შესახებ რომ მან მიატოვა მკურნალობა, გიპასუხებთ, რომ ამ წუთისათვის პატიმარი სააკაშვილი განაგრძობს მკურნალობას და მისი სასიცოცხლო პარამეტრები არის ნორმაში. კონსილიუმის ბოლო დასკვნების საფუძველზე, ის ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს". – თქვა ბრეგაძემ

ბრეგაძის თქმით, შენობაში 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ რეანიმობილის თანამშრომლები.

"თუ საჭირო გახდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ამ მიზნით მორიგეობს რეანიმობილი; ასევე, შენობაში მუდმივად მორიგეობენ რეანიმობილის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში, მიტანილია შესაბამისი აპარატურა". – ამბობს იუსტიციის მინისტრი

 

კომენტარები