მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მიტროპოლიტი გრიგოლი სააკაშვილზე: არ მაქვს სურვილი, რომ ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი

როდესაც არის საუბარი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია, მე ასე ვიტყოდი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მაგრამ ჩვეულებრივი პატიმრების მიმართ საერთაშორისო ყურადღება არ არის მოპყრობილი, ესე იგი, არაჩვეულბრივი პატიმარია.

ამ პატიმრის ბედი უკავშირდება სახელმწიფოსი და სამშობლოს სამომავლო განვითარების ბედს. და თუ ამაზე დავფიქრდებით და შევძლებთ როგორმე ისეთი ზღვარი გავატაროთ პირადულ წყენას, თუნდაც პირადი ტრაგედიასა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის, მაშინ უკვე შევძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას.

მაშინ, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი და მაშინ როცა მე ვუკავშირებ ქვეყნის ბედს, მის სამომავლო განვითარების მდგომარეობას, ჩვენი ქვეყნისადმი საერთაშორისო დამოკიდებულებას და მის მდგომარეობას, აქ მე ვიტყვი, რომ მით უმეტს ის შიმშილობს, როგორია ამის შედეგები, ან როგორი იქნება, ეს დასაფიქრებელია.

მე ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი. არის შემთხვევები, როდესაც შიმშილობა კი არა, თვითმკვლელობაც პირიქით ეთვლება ადამიანს - არა თვიმთკვლელობად. არის განსაკუთრებული შემთხვევები. პოლიტიკოსებთან მიმართებაში, ჩვენ ვერ განვსჯით ამ თემას. პოლიტიკოსისთვის ეს არის ინსტრუმენტი და მისი არჩევანია.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან  შეხვედრის შემდეგ. 

კომენტარები