არჩევნები 2021

ბოკერია ღარიბაშვილზე: ფორმულას მეპატრონეზე პირდაპირ გვითხრა, რომ მათი სამიზნეა

ღარიბაშვილი გამოირჩევა ქართული ოცნების სტანდარტიტაც კი იმით, რომ პირდაპირ ლაპარაკობს, სამიზნეებს, რომ გამოარჩევს რეჟიმი, ჩვენ ისედაც ვიცით, რომ ყველა
ხელისუფლების კონტროლს მიღმა მყოფი მედიის მეპატრონე, მენეჯერი და სხვა ფიგურები
არიან სამიზნე დევნის, ამა თუ იმ ფორმით და ამ შემთხვევაში ტელეკომპანია ფორმულას მეპატრონეზე პირდაპირ გვითხრა, რომ სამიზნეა მათი, ამაზე მეტყველებს ეს განცხადება, ამაში
არაფერი სიახლე არ არის გარდა მორიგი უტიფრობისა, როცა რეჟიმი პირდაპირ გვეუბნება, რომ
ვინც მისთვის პოლიტიკურად მიუღებელია იქნება ეს მედია თუ პოლიტიკური ფიგურა მათ
მიმართ კამპანიას აწარმოებენ და ღიად იტყვის პრემიერმინისტრი არც მოიტყუება, რომ
თითქოს გამოძიებამ აჩვენა ეს, რომ პოლიტიკური ინტერესი არაფერ შუაშია, პირდაპირ იძახიან,
რომ ეს არის მათი პოლიტიკური ინტერესი და დიახ ჩვენ ასე ვიქცევით და მოვიქცევით
მომავალში.

გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, პრემიერმინისტრის განცხადებას, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის უკან სავარაუდოდ, ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი დგას.

21 ოქტომბერს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნეს, დაკავებულია ე.წ ქოლ-ცენტრების 7 თანამშრომელი, რომლებიც უწყებისვე ცნობით, გერმანიის მოქალაქეების კუთვნილ მილიონობით ევროს დაეუფლნენ.  

კომენტარები