ბრაზილია

ბრაზილიის სენატის კომიტეტმა მიიღო ანგარიში, რომელიც ბოლსონაროსთვის ბრალის წაყენებას ითხოვს

ჟაირ ბოლსონარო
REUTERS/Adriano Machado

ბრაზილიის სენატის საგამოძიებო კომიტეტმა მიიღო ანგარიში, რომელიც პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროსთვის ბრალის წაყენებას ითხოვს. ანგარიშის თანახმად, პრეზიდენტს კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავებისას ჩადენილი დანაშაულისთვის უნდა წარედგინოს ბრალი. 

ანგარიშის მომზადებისთვის კომიტეტს 6 თვე დასჭირდა. ანაგრიშის თანახმად, ბოლსონაროს გარდა დანაშაული ჩაიდან 77 პირმა და ორმა კომპანიამ.

გასულ კვირას გავრცელებულ ანაგრიშის სამუშაო ვერსიაში, იყო მოთხოვნა, ბოლსონაროსთვის ბრალი წაეყენებინათ მკვლელობისა და გენოციდისთვის. თუმცა სენატორებმა გადაწყვიტეს, რომ ტექნიკური მიზეზების გამო ამ ბრალდებებზე უარი ეთქვათ.

ანგარიშის თანახმად, ბოლსონარომ უარი თქვა შესაძლებლობებზე, ბრაზილიას ადრეულ ეტაპზე მიეღო კორონავირუსის ვაქცინის დოზები, რამაც ბრაზილიის ვაქცინაციის პროგრამა შეანელა, რისი შედეგიც დაახლოებით 95 000 ადამიანის სიკვდილი იყო. ანგარიშის თანახმად, ბოლსონარო ხელმძღვანელობდა დაუდასტურებელი თეორიის რწმენით, რომ ჯოგური იმუნიტეტი ჩამოყალიბების შესახებ.

ბოლო ერთ კვირაში ანგარიშზე მუშაობისას ბრალდებულთა რიცხვის კიდევ 10 ადამიანი დაემატა. მათ შორისაა უილსონ ლიმა, ამაზონის შტატის გუბერნატორი. 2021 წლის დასაწყისში ამაზონის შტატში ჟანგბადის მარაგის ნაკლებობამ ადამიანების ასფიქსიით სიკვდილი გამოიწვია. ლიმას მთავრობის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობას.

"ჟაირ ბოლსონაროს მთავრობა ისტორიაში შევა, როგორც არაადამიანობის ყველაზე დაბალი დონე." – თქვა სენატორმა რენან კალჰეიროსმა ანგარიშის თანაავტორმა.

კალჰეიროსმა ჟაირ ბოლსონარო დიქტატორებს, ადოლფ ჰიტლერსა და აუგუსტო პინოჩეტს შეადარა.

პრეზიდენტის პრესსამსახურს ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ს შემდეგ ბრაზილიაში ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა Covid-19-ით. პანდემიასთან არაეფექტიანი გამკლავებისთვის ბოლსონაროს აქტიურად აკრიტიკებდნენ.

კომენტარები