მიხეილ სააკაშვილის დაკავება

პაპუაშვილი: მიხეილ სააკაშვილი არ კვდება და მის სიკვდილს არავინ დაუშვებს

მიხეილ სააკაშვილი არ კვდება და მის სიკვდილს არავინ დაუშვებს, სახელმწიფო პასუხისმგებელია, რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობაზე. ის, რომ ის შიმშილობს თუ თავს იკავებს საკვების მიღებისგან, რა თქმა უნდა, თავის თავს ამით ზიანს აყენებს, მაგრამ სახელმწიფო თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში იზრუნებს იმაზე, რომ თუკი მას დასჭირდა სტაციონარული განთავსება, განათავსებს სტაციონარში, ჩაუტაროს ყველა კვლევა, დიაგნოსტირება და სათანადო მკურნალობა.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის შიმშილობასთან დაკავშირებით, პალიტრა ნიუსის ეთერში.

კომენტარები