არჩევნები 2021

ხატია დეკანოიძემ ქუთაისის კოალიციური მთავრობა წარადგინა

ნაციონალური მოძრაობის და ოპოზიციის ნაწილის ქუთაისის მერობის კანდიატმა, ხატია დეკანოიძემ, ადგილობრივი კოალიციური მთავრობის წევრები წარადგინა.

ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატები არიან: ლელო - ანა ნაცვლიშვილი, გირჩი - მეტი თავისუფლება - იმედა კლდიაშვილი, სპორტსმენი - რევაზ ჩომახიძე, თემურ ცამციშვილი. 

"მე ვიქნები სიტყვა, საქმე და ხმა თითოეული ქუთაისელის. ჩვენ ქუთაისს დავუბრუნებთ საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსს. გამარჯვების შემთხვევაში ბავშვების კვება სკოლაში იქნება უფასო, აღარ იქნება ყოველდღიური საზრუნავი მშობელს. ასევე, ქუთაისი იქნება პირველი ქალაქი, სადაც იქნება არჩეული შერიფი, ქუთაისს ექნება ყველაზე გამჭვირვალე ბიუჯეტი. ქუთაისი იქნება რეგიონალური კულტურის ცენტრი". - მიმართა დეკანოიძემ ქუთაისელ მოქალაქეებს. 

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური საქართველოში 30 ოქტომბერს გაიმართება. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები