სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა არის მისი უსაფრთხოებისთვის უდიდესი რისკი. იმის გარდა, რომ პროფილი და ადგილი არ იმსახურებს ნდობას, ხელისუფლება პირდაპირ მიდის მძიმე შედეგებამდე. ესმით ეს, მიზანმინართულად აკეთებენ. დაუშვებელია მსგავსი მიდგომა. ყველას საზრუნავია არ დაუშვას სახელმწიფომ ეს რისკი.
მიხეილ სააკაშვილის დაკავება
დეკანოიძე: სააკაშვილის გადაყვანა ციხის საავადმყოფოში მისი უსაფრთხოებისთვის უდიდესი რისკია
tbl.ge/5qja
დაკოპირდა
თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა და ერთიანი ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ქუთაისში, ხატია დეკანოიძემ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 25-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს მულტიპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ და გლდანის მე-18 დაწესებულება განსაზღვრულ სტანდარტებს აკმაყოფილებს.
ამავე თემაზე
- ინსპექტორის სამსახური: სასამართლოს გადაწყვეტილება საშიშ პრეცედენტს და სტანდარტს ადგენს
- სასამართლომ პენიტენციურს სააკაშვილის კადრების გავრცელებისთვის დაკისრებული ჯარიმა გაუუქმა
- დეკანოიძე: სააკაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისიაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია
- მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
- თუთბერიძე: თუ სააკაშვილის უფლებები კვლავ შეილახება, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს