არჩევნები 2021

ბოკერია: II ტურში არ წყდება ენმ-ს გამარჯვების საკითხი, წყდება ხალხის წინააღმდეგობის საკითხი

ჩვეულებრივმა მოქალაქეების, სულ რომ არ მოსწონდეთ პოლიტიკური პარტია, რომელიც შეჯერებულია კანდიდატების მხარდაჭერაზე, ვისაც აქვს ბუნებრივი ინტერესი ამ ქვეყნის მომავლისა და საკუთარი წონის, ყველას ინტერესია, რომ მივიდეს და ხმა მისცეს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ანუ ამ რეჟიმის მორყევას მისცეს ხმა. ამ რეჟიმის მორყევის შესაძლებლობა ახლა ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერაა, რომლებიც ახლა ყველგან ნაციონალური მოძრაობიდანაა, თუ არ ჩავთვლით რაიონს, სადაც გახარიას პარტია გავიდა. ეს ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამით ნაციონალურ მოძრაობას კი არ უჭერენ მხარს, ან თუნდაც იმ კანდიდატს, უჭერენ მხარს საკუთარ შესაძლებლობას, რომ ამ ქვეყანაში კატასტროფა თავიდან ავირიდოთ და ისტორიული შანსი ხელიდან არ გავუშვათ. არა მარტო დღეს, არამედ ახლო და საშუალოვადიან მომავალში.

ის ხალხი, რომელიც ახლა ნაციონალურ მოძრაობას მხარს უჭერს, რომ მოვა არჩევნებზე, გასაგებია, მაგრამ აქ საუბარია დანარჩენებზე, რომლებსაც, შეიძლება, სხვა აზრი აქვთ, მათთან უნდა მივიტანოთ გზავნილი, რომ აქ არ წყდება ამ პარტიის გამარჯვების საკითხი, აქ წყდება ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგობის საკითხი, იმ ჭაობის წინააღმდეგ, რომელშიც ივანიშვილს რეჟიმს უნდა, რომ ჩაგვახრჩოს.

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში.

კომენტარები