ენერგოკრიზისი ევროპაში

გაზის ფასების ზრდის გამო მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

marketresearchtelecast.com

გაზის ფასების ზრდის გამო მოლდოვაში 20 ნოემბრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ევროზონაში მიმდინარე ენერგოკრიზისის გამო მოლდოვის გაზზე მოთხოვნილების მხოლოდ 67%-ია დაკმაყოფილებული, რამაც პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აიძულა.

მოლდოვა გაზს რუსეთისგან იღებს კომპანია Moldovagaz-ის მეშვეობით, რომელიც რუსული კომპანია Gazprom-ის კონტრაქტორია.

დაახლოებით ერთ-თვიანმა საგანგებო მდგომარეობამ ქვეყანას უნდა მისცეს შესაძლებლობა მიიღოს ბუნებრივი აირი სხვა ევროპული ქვეყნებიდან.

"ჩვენ კრიტიკული სიტუაციის წინაშე ვდგავართ", - ამბობს მოლდოვის პრემირმინისტრი, ნატალია გავრილიტა.

სექტემბერში Gazprom-მა და Moldovagaz-მა კონტრაქტი 31 ოქტომბრამდე გაახანგრძლივეს, თუმცა, პრემიერის თქმით, Moldovagaz-ი ქვეყანას სამყოფ გაზს არ აწვდის და ოქტომბერში მიღებული ბუნებრივი აირის რაოდენობა იმის მესამედია, რაც ჩვეულებრივ ოქტომბერში უნდა მიეწოდებოდეთ.

გავრილიტას თანახმად, მოლდოვა კვლავ ცდილობს ურთიერთობას Gazprom-თან ამ პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულების იმედი არ აქვს. 

ევროკავშირის რიგ ქვეყნებში გაზის ფასი 600%-ით გაიზარდა, ელექტროენერგია კი 200%-ით გაძვირდა, რამაც თითქმის მთლიან ევროზონაში გამოიწვია ენერგოკრიზისი, რომლის მსგავსიც 1975 წლის შემდეგ არ ყოფილა.

რა ფაქტორებმა გამოიწვია ენერგოკრიზისი ევროპაში ნახეთ აქ.

კომენტარები