კორონავირუსი

AstraZeneca-ს ვაქცინა ორსულებისთვის უსაფრთხოა – კვლევა

კვლევის თანხმად, რომლის შედეგებს Bloomberg-ი აქვეყნებს, კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა ორსულებისა და ნაყოფისთვის უსაფრთხოა. ვაქცინას უარყოფითი გავლენა არ ჰქონია კვლევაში ჩართულ ორსულებზე, რომლებიც საკვლევ პერიოდში დაორსულდნენ.

კვლევისას ორსულებს შორის მუცლის მოშლის მაჩვენებელი დაახლოებით იგივე იყო ვაქცინის მიმღებსა და პლაცებოს ჯგუფებს შორის. კვლევაში ჩართული იყვნენ ადამიანები დიდი ბრიტანეთიდან, ბრაზილიიდან და სამხრეთ აფრიკიდან.

კვლევაში 107 ორსული იყო ჩართული. მის პერიოდში 15 ჩვილი დაიბადა, მათგან 10 ვაქცინირებულთა ჯგუფში, 5 კი პლაცებოს მიმღებთა ჯგუფში.

საქართველოში ორსულ ქალებს აცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინით შეუძლიათ.

23 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1 943 743 აცრა. სულ მცირე 1 დოზით აცრილია 1 022 128 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 36.0 %, სრულად ვაქცინირებულია 921 000 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 32.2%.

გასული 24 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 4 467 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 790 პაციენტი.

კომენტარები