კრიმინალი

შსს: დაკავეთ პირი, რომელმაც ბათუმში მიწის ნაკვეთზე კონფლიქტის გამო ნაცნობი მოკლა

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში 21 ოქტომბერს მომხდარი მკვლელობა გახსნეს - უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 1988 წელს დაბადებული გ.დ. რომელმაც მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით კონფლიქტის გამო ნაცნობი - 1977 წელს დაკავებული ე.ჯ. მოკლა.  

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ნაცნობს - 1977 წელს დაბადებულ ე.ჯ. -ს ქალაქ ბათუმში, ჯაყელის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა

პოლიციამ ბრალდებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დააკავა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. ასევე, ამოღებულია გ.დ.-ის მფლობელობაში არსებული ავტომობილი, რომლითაც ბრალდებულმა შემთხვევის ადგილი დატოვა". - წერია უწყების განცხადებაში. 

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე  საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები