კრიმინალი

გარდაიცვალა კაცი, რომელსაც ბათუმში რამდენჯერმე ესროლეს

ბათუმში დაჭრილი კაცი, რომელსაც რამდენიმე საათის წინ ესროლეს, კლინიკაში გარდაიცვალა. 

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მას მრავლობითი შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

"პაციენტი იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში. იყო კრიტიკული მდგომარეობა. შემოსვლისთანავე პაციენტისთვის იყო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ცეცხლსასროლი მრავლობითი ჭრილობები. იყო ძალიან დიდი რაოდენობით სისხლის დანაკარგი. შემოსვლისთანავე დაიწყო გულ-ფილტვის რეანიმაცია და სამწუხაროდ, მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული პროცესებისა, სიკვდილი დაფიქსირდა. აღენიშნებოდა მრავლობითი ცეცხლსასროლი შემავალი ჭრილობა".- აცხადებს ექიმი. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

კომენტარები