მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კალაძე: იმ კანონებით, რაც სააკაშვილის დროს იყო, ახლა 30 წელი მოუწევდა ციხეში ყოფნა

იმ კანონებით რომ მივდგომოდით, რა კანონებიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას იყო, დღეს მას 30 წელი მოუწევდა ციხეში გაეტარებინა. ამიტომ, განცხადებები, რასაც ვისმენთ, უცხოელების [ევროპარლამენტარების] განცხადებები, იქ არის კონკრეტული ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, ზოგი ქართული ოცნების მხარდამჭერს ვერ ვიტყვი, მაგრამ პარტიები, რომლებიც ჩვენ პარტიანთან მეგობრობენ. ეს განცხადებები, რასაც ვისმენ, არის ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც, მაგრამ ამოსავალი წერტილი  გახლავთ საქართველოს კონსტიტუცია და ჩვენი კანონმდებლობა.

დედაქალაქის მოქმედი მერი და ოცნების მერობის კანდიდატი, კახა კალაძე რუსთავი 2-ის ეთერში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ევროპარლამენტარების გამოხმაურებებზე.

კომენტარები