არჩევნები 2021

დეკანოიძე: ღარიბაშვილის განცხადება დასტურია, მთავრობა მზადაა საბოტაჟი მოუწყოს მოსახლეობას

ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, გარდა სიძულვილის ენისა, არის პირდაპირი დასტური, რომ ხელისუფლება მზად არის საბოტაჟი მოუწყოს საკუთარ მოსახლეობას. პირდაპირ აანონსებს, რომ ოპოზოციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში ხალხი "დაიჩაგრება". კონტროლი აქვს დაკარგული ეს გასაგებია, მაგრამ ის რაც დღეს თქვა არის საკუთარი მოსახლეობის მიმართ მიზანმინართული დანაშაულის განაცხადი.

ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ოპოზიციის საერთო მერობის კანდიდატი ქუთაისში, ხატია დეკანოიძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც სენაკში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს თქვა, რომ ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაშიც, ცენტრალური მთავრობის გარეშე, არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. 

კომენტარები