ჩინეთი

ჩინელი ვირტუოზი პიანისტი სექს-მუშაკის დაქირავების ბრალდებით დააკავეს

Shanghai Daily

ჩინელი ვირტუოზი პიანისტი ლი იუნდი სექს-მუშაკის დაქირავების ბრალდებით პოლიციამ დააკავა. ინფორმაციას ჩინური სამთავრობო მედიები ავრცელებენ.

39 წლის პიანისტი და 29 წლის სექს-მუშაკი პეკინის პოლიციამ ანონიმური ჩივილის საფუძველზე დააკავა. 

ამბის გავრცელებიდან მცირე დროში იუნდი ჩინეთის მუსიკოსთა ასოციაციიდან გარიცხეს, ასოციაციის წარმომადგენლების თქმით გარიცხვის მიზეზი ნეგატიური სოციალური გამოხმაურებაა, რომელიც მუსიკოსის საქციელს მოჰყვა.

ლი იუნდი ვირტუოზი პიანისტია, ჩინეთში მისი ზედმეტსახელია პიანინოს პრინცი. 2000 წელს, 18 წლის ასაკში ის ყველაზე ახალგაზრდა და პირველი ჩინელი ადამიანი გახდა ისტორიაში, რომელმაც პრესტიჟული შოპენის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი მოიპოვა.

ჩინეთის კანონმდებლობით ლი იუნდის 15 დღიანი პატიმრობა მოუწევს და 5000 იუანის(2460) ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.

კომენტარები