მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილი მხარდამჭერებს: ბედმა გამიღიმა, შევძელი დამეყვირა – მიყვარხართ

დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გავლით იყვნენ ციხესთან და ბედმა გამიღიმა, შევძელი მათთვის დამეყვირა - "მიყვარხართ" და იმედია, ამ სიტყვამ თქვენს ყურამდე მოაღწია.

დიახ, მიყვარხართ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველი და მიყვარხარ საქართველო!

შეიძლება ყოველდღე ფიზიკურად ვსუსტდებოდე, მაგრამ მორალურად ნამდვილად ასევე ყოველდღე ვძლიერდები. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი მიმართვა მის FACEBOOK-ზე ვრცელდება. დღეს, 21 ოქტომბერს სააკაშვილი მის მხარდამჭერებს ციხის ფანჯრიდან  მიესალმა. 

კომენტარები