სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეამ საკუთარი წარმოების პირველი კოსმოსური რაკეტა გამოცადა

EPA

სამხრეთ კორეამ საკუთარი წარმოების პირველი კოსმოსური რაკეტა, Nuri გამოცადა. კორეის პრეზიდენტის მუნ ჯე ინის თქმით, რაკეტამ ფრენის მარშუტი წარმატებით გაიარა, თუმცა ორბიტაზე სატესტო სატელიტის განთავსება ვერ შეძლო. რაკეტა სეულიდან 500 კილომეტრის დაშორებით, გოჰინგუნიდან გაუშვეს.

მსგავსი რაკეტები აუცილებელია კოსმოსური პროგრამებისთვის, მაგრამ ასევე, შესაძლოა, სამხედრო მიზნებით მათი გამოყენება. 

Nuri-ის შემუშავება სამხრეთ კორეას დაახლოებით 2 ტრილიონი ვონი, 1.6 მილიარდი დოლარი დაუჯდა. რაკეტა 200 ტონას იწონის და სიგრძეში 47.2 მეტრია. რაკეტას თხევად საწვავზე მომუშავე 6 ძრავი აქვს.

პრეზიდენტმა მუნ ჯე ინმა აღნიშნა, რომ რაკეტამ ყველა დასახული მიზანი ვერ შეასრულა, მაგრამ "ცოტა ხანში შესაძლებელი იქნება მისი ზუსტი ტრაექტორიით გაშვება".

სამხრეთ კორეა გეგმავს Nuri-ის ტიპის რაკეტა 2027 წლამდე კიდევ ოთხჯერ გამოცადოს. იმის მიუხედავად, რომ სამხრეთ კორეა ტექნოლოგიურად მაღალ განვითარებულია, სხვა ქვეყნებთან შედარებით მისი კოსმოსური პროგრამა უკანაა. 2009 და 2010 წელს სამხრეთ კორეის მიერ რაკეტების გამოცდა წარუმატებელი აღმოჩნდა. მეორე რაკეტა გაშვებიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა.

Nuri-ის გამოყენებას სამხრეთ კორეა თანამგზავრების გასაშვებად გეგმავს, თუმცა კოსმოსური პროგრამა ნაწილობრივ ქვეყნის სამხედრო შეიარაღების გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული. ბალისტიკური რაკეტები და კოსმოსური რაკეტები მსგავს ტექნოლოგიურ პროგრამებს იყენებს. 

კომენტარები