დონალდ ტრამპი

ტრამპი TWITTER-ის კონკურენტი სოციალური პლატფორმის, TRUTH SOCIAL-ის შექმნას გეგმავს 

დონალდ ტრამპი

ტექნოლოგიური გიგანტების, Facebook-ის, Twitter-ისა და YouTube-ის მიერ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სოციალური მედიის ანგარიშების დაბლოკვის საპასუხოდ, ტრამპი ახალი სოციალური მედია პლატფორმის შექმნას აანონსებს, რომლის სახელი TRUTH (სიმართლე) იქნება

პრეზიდენტის განმარტებით, ახალი პლატფორმის შექმნა "ტექნოლოგიური გიგანტების ტირანიისთვის" წინააღმდეგობის გაწევას და სიმართლის დაუფარავად გაჟღერებას ისახავს მიზნად. 

"ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც თალიბანს Twitter-ზე უზარმაზარი გავლენა აქვს, თუმცა თქვენი საყვარელი ამერიკელი პრეზიდენტი კი დადუმებულია". – ამბობს ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში მომიტინგეთა ნაწილის შეჭრის შემდეგ, ტექნოლოგიურმა გიგანტებმა (Facebook, Twitter, Google, Instagram) პრეზიდენტ ტრამპის სოციალური მედიის ანგარიშები დაბლოკეს.

კომპანიების განმარტებით, პრეზიდენტის პოსტები მოსახლეობას ძალადობისკენ მოუწოდებდა.

ამ ბრალდებებს ტრამპი უარყოფს და ტექნოლოგიურ კომპანიებს არასამართლიანი ცენზურის დაწესებაში ადანაშაულებს.

CNBC-ის ინფორმაციით, TRUTH-ის შექმნაზე Trump Media and Technology Group (TMTG) იმუშავებს, რაც $1.7-მილიარდიანი კომპანიის პირველი მასშტაბური პროექტი იქნება. 

შედარებისთვის, TMTG-ის კონკურენტი კომპანიების, კერძოდ, Facebook-ისა და Alphabet-ის საბაზრო ღირებულებები ტრილიონ დოლარს აღწევს და მათ პლატფორმებს მსოფლიოს მასშტაბით 5 მილიარდამდე მომხმარებელი ჰყავთ. 

TMTG-ის ცნობით, TRUTH Social გამოცდა 2021 წლის ნოემბერში დაიწყება, 2022 წლის პირველ კვარტალში კი პლატფორმა სრულად გაეშვება. 

კომენტარები