ინგლისის სამეფო ოჯახი

ბუკინგემის სასახლემ დამლაგებლის პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა

Be Funky

ინგლისის სამეფო ოჯახის რეზიდენციის, ბუკინგემის სასახლის ადმინისტრაცია ახალ დამლაგებელს ეძებს

შერჩეული კანდიდატის მოვალეობებში შევა ბუკინგემის რომელიმე ოთახისა ან ნაწილის დალაგება. დამლაგებელს ორშაბათიდან კვირის ჩათვლით, კვირაში 20-დან 40-დე საათის განმავლობაში მოუწევს მუშაობა და მისი წლიური ანაზღაურება 11 300-დან 22 600 ფუნტ სტერლინგამდე შეადგენს.

სასახლეში მუშაობის დაწყებამდე დასაქმებული სპეციალურ მომზადებას გაივლის სასახლის თანამშრომლებთან, რადგან ზუსტად იცოდეს სხვადასხვა ისტორიული ნივთების მოვლის სპეციფიკა.

ბუკინგემის სასახლის ვაკანსიის განცხადებას, საზოგადოების ნაწილი ნეგატიურად შეხვდა, მისი აზრით საკმაოდ შრომატევადი საქმისთვის ანაზღაურება დაბალია.

კომენტარები