არჩევნები 2021

მელია: ზუსტი ინფორმაცია მაქვს, ოცნება სამეგრელოში კანონიერი ქურდების მობილიზაციას ახდენს

სად არის ხელისუფლება? ბიძინა ივანიშვილია? ირაკლი კობახიძე, თუ ღარიბაშვილი?.. შეშინებულები არიან, მორალურად განადგურებულები და დემორალიზებული - ძალაუფლების გარეშე არაფერს წარმოადგენენ, სავარძლის ავტორიტეტი აქვთ. ღარიბაშვილი სავარძლიდან რომ ადგება, და ადგება აუცილებლად და სავარძელი აღარ ექნება ერთი ადგილის ქვეშ, ვინ იქნებიან? დასრულებულია მათი ბოგინი, რა კანონიერი ქურდებიც არ უნდა ჩართონ და იძალადონ. ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ მთელ სამეგრელოში ახლა მობილიზაციას ახდენენ კანონიერი ქურდებისა. კანონიერი ქურდები და კრიმინალების ჩართვა უშველის ბიძინა ივანიშვილს?

თქვა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ.

კომენტარები