მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილის ექიმი: პრეზიდენტი თანახმაა კონსილიუმზე, ტესტებზე და წამლებზე

ბოლოჯერ, რომ ვნახე, ახლა უფრო უარეს მოველოდი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მაგარი ორგანიზმი აქვს, გადააჭარბა მოლოდინს. მე ველაპარაკე პრეზიდენტს. ის თანახმაა კონსილიუმზე, ის თანახმაა ტესტებზე, თანახმაა წამლებზე. წყალს და ჩაის სვამს მხოლოდ. ახლა ნამდვილად, რასაც ცუდს ველოდებოდი, ისეთი მდგომარეობა არაა, განწყობა ძალიან მხნე აქვს, გუშინდელი აქცია ძალიან გაუხარდა. საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება არ არის, მაგრამ, საუბედუროდ, ამის საჭიროება დადგება.

ამბობს მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე.

ჯანდაცვის სამინისტროში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე სამედიცინო ზედამხედველობის მიზნით მულტიფუნქციური ჯგუფი შეიქმნა.

კომენტარები