მიხეილ სააკაშვილის დაკავება

იონათამიშვილი ენმ-ს აქციაზე: რაზეც გავლენას მოახდენს ისაა, რომ ენმ-ს რეიტინგი უფრო დაეცემა

21-ე საუკუნეში კერპთაყვანისმცემლობის ყურება ძალიან უხერხულია. რაც შეეხება ამ აქციას, რაოდენობას ინტერესი ნამდვილად არ აქვს, ერთადერთი, რაზეც გავლენას მოახდენს ეს აქცია, არის ის, რომ ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა.  

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ძალადობისა და წამების პროპაგანდაა.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი გუშინ, 14 ოქტომბერს ენმ-ის მიერ გამართულ აქციაზე. აქციაზე შეკრებილების მთავარი მოთხოვნა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იყო. 

კომენტარები