კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 270 შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.58%-ია

Covid 19-ით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა  38 093 ტესტი და დასტურდა 3 270 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 298 პაციენტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.58% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.75%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 270 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 920 შემთხვევა, აჭარა - 178, იმერეთი - 700, ქვემო ქართლი - 191, შიდა ქართლი - 149, გურია - 86, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 315, კახეთი - 586, მცხეთა-მთიანეთი - 50, სამცხე-ჯავახეთი - 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 394 საიდანაც: 5 153 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან მძიმეა  1 154 პაციენტი, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 262 პირი.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 652 677 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 608 861 პაციენტი და გარდაიცვალა – 9 396 .


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

 

კომენტარები