მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კობახიძე: სააკაშვილი არის კურორტზე, მას აქვს შესანიშნავი პირობები

ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ სააკაშვილი არის კურორტზე, განსაკუთრებით, იმასთან შედარებით, რა ციხეც ჰქონდა მას აწყობილი თავის დროზე 2012 წლამდე, როცა ციხე იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი დედამიწაზე. ის, რეალურად, არის კურორტზე, მას აქვს შესანიშნავი პირობები. 

რაც შეეხება შიმშლობას, ნებისმიერი პატიმარი როცა შიმშილობს, საჭიროა მასზე დაკვირვება და ამ შემთხვევაშიც იგივე იქნება უზრუნველყოფილი. თუ იქნება გართულება, შესაბამისი ჩარევა იქნება, რაც იქნებოდა უზრუნველყოფილი სხვა პატიმრის შემთხვევაში. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმედის ეთერში ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. ადვოკატების ინფორმაციით, სააკაშვილი დაკავების დღიდან, 1-ლი ოქტომბრიდან შიმშილობს. 

კომენტარები