ინგლისის სამეფო ოჯახი

პრინცი ჩარლზი: ჩემი ასტონ მარტინი საწვავად ღვინოსა და ყველს იყენებს

BBC

პრინცმა ჩარლზმა BBC-თან ინტერვიუში თავისი პირადი მანქანის ორიგინალურ საწვავზე ილაპარაკა.

"2018 წელს ასტონ მარტინის ინჟინერებს ვთხოვე მანქანისთვის საწვავის ტიპი შეეცვალათ, მითხრეს რომ ეს შეუძლებელია, რაზეც ვუპასუხე, რომ მანქანას სამწუხაროდ ვეღარ გამოვიყენებ. დღეს ჩემი ასტონ მარტინი ბიოეთანოლზე მუშაობს, საწვავზე, რომელიც ღვინისა და ყველისგან მზადდება. ყველაფერთან ერთად ძალიან სასიამოვნო სუნს აყენებს". – ამბობს ინგლისის ტახტის მემკვიდრე.

ჩარლზს აღნიშნული მანქანა, დედამ, ელისაბედ მეორემ 21-ე დაბადების დღეზე აჯუქა. პრიცნი 50 წელზე მეტია დედის საჩუქრით გადაადგილდება. 

პრინცი ჩალზი აქტიური ბუნების დამცველია. 2020 წელს მან ტანსაცმლის კოლექცია გამოუშვა, რომელიც სამეფო ბაღში გაზრდილი ჭინჭრისგან დამზადებული ეკოქსოვილით იყო შეკერილი.

 

კომენტარები