COVID-19

იტალიის მოსახლეობის 80% სრულად აცრილია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 

იტალიაში 12 წელს გადაცილებული მოსახლეობის 80% სრულად აცრილია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით. 

ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, 80%-იანი სამიზნე ნიშნულის მიღწევა მნიშვნელოვნად შეამცირებს ვირუსით გამოწვეულ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს. 

10 ოქტომბრის ოფიციალური მონაცემებით, 60-მილიონიანი მოსახლეობიდან 43.2 მილიონი სრულად აცრილია. 

სამინისტროს ცნობით, შემდეგი მიზანი, რომელსაც იტალიამ უნდა მიაღწიოს, 5-დან 12-წლამდე ასაკის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აცრაა. 

2020 წელს COVID-19-ის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში 4.7 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა და 131 274 ადამიანი გარდაიცვალა.

2021 წლის ზაფხულიდან სიკვდილიანობის მაჩვენებელმა და ახალი შემთხვევების რაოდენობამ კლება იწყო, ამჟამად, საშუალოდ, ვირუსის 2 500 ახალი შემთხვევა ვლინდება და 39 ადამიანი იღუპება.  
 

კომენტარები