არჩევნები 2021

მელია: ნუ გეწყინებათ, როცა სხვა პოლიტიკური პარტია ჩვენს აქციაზე არ მოვა, მათი არჩევანია

ერთიანობაც შედგება, ნუ გეწყინებათ ჩემო მეგობრებო, როცა ჩვენ აქციას ვასახელებთ და რომელიღაც პოლიტიკური პარტია შეიძლება არ მოვიდეს. ეს მათი არჩევანია, თუმცა მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მესამე პრეზიდენტის უკანონო ტყვეობას ყველა უნდა აპროტესტებდეს, თუმცა ვიცი, რომ ყველა სოლიდარულია. აქ ახლა ამ წუთას რამდენიმე პოლიტიკური ოპოზიციაა, ლელო, ნინო ბურჯანაძის პარტია, ლეიბორისტები, ევროპული საქართველო, ბუნებრივია. ყველას მადლობას ვუხდი.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ, რომელიც აქციის მონაწილეებთან ერთად მდუმარე მსვლელობით ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მივიდა და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადადგომას ითხოვს. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

კომენტარები