ბათუმი

"რამდენიმე თვისაა, კლინიკაში გადაჰყავთ" – ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვი გამოიყვანეს

ტაბულა

ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი მცირეწლოვანი, რამდენიმე თვის ბავშვი ამოიყვანეს. ამ დროისთვის ის კლინიკაში გადაჰყავთ.  ჯერჯერობით, მისი ჯანმრთელობუის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია. ამის შესახებ ტაბულას აჭარის ჯანდაცის სამინისტროში უთხრეს.

ცოტა ხნის წინ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ცნობით, კორპუსის ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს – ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. 

კომენტარები