Covid 19-ით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 36 840 ტესტი და დადასტურდა 2 661 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 274 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.22%-ია, ბოლო 14 დღის - 5.7%, ბოლო 7 დღის - 6.16%.
ინფიცირების 2 661 ახალი შემთხვევიდან თბილისში 803 გამოვლინდა, აჭარაში - 105, იმერეთში – 559, ქვემო ქართლში – 158, შიდა ქართლში – 116, გურიაში – 53, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 293, კახეთში – 420, მცხეთა-მთიანეთში – 58, სამცხე-ჯავახეთში – 60, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 36.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 21 847, საიდანაც კლინიკაში იმყოფება 4 201 პაციენტი. 660 ადამიანი კოვიდ-სასტუმროში მკურნალობს, ხოლო 16 986 - ბინაზე.
მძიმე პაციენტია 970, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 257 პირი.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 628 719 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 597 654 პაციენტი და გარდაიცვალა – 9 192.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.
ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:
- ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
- ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
- დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
- ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
- ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
- იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.
სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.
ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.