ვაქცინაცია

გარკვეული ჯგუფებისთვის მესამე დოზები დაიშვა – რა შემთხვევაში შეძლებთ აცრას

საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისთვის მესამე (ბუსტერ) დოზით აცრა დასაშვები ხდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე ისაუბრა. გაბუნიამ ჩამოთვალა კრიტერიუმები, რის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ადამიანებს მესამე დოზით აცრა შეეძლებათ.

მესამე დოზით აცრა დასაშვები ხდება ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ, 50 წლის ზემოთ პირებში და ასევე ნებისმიერი ასაკის ადამიანებში, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები და მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც არის - სამედიცინო პერსონალი, დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშრომლები.

გაბუნიას თქმით, მესამე დოზით აცრას ასევე შეძლებენ ადამიანები, ვინც საზღვარგარეთ მიემგზავრება და იმ ქვეყანაში კონკრეტულ ვაქცინაზე არის მოთხოვნა.

"განსხვავებული ვაქცინით ვაქცინაცია დასაშვებია პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგ, ამდენად ჩვენს შემთხვევაშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს რეკომენდაცია და დავუშვათ იმ პირების განმეორებითი ვაქცინაცია მათ მიერ მოთხოვნილი ვაქცინით, რაც გამომდინარეოს მოგზაურობის ან ბიზნესმიზნებიდან და ეს შეიძლება იყოს Pfizer-ი, ან შეიძლება იყოს ნებისმიერი სხვა ვაქცინა, რომელსაც ის ქვეყანა იღბს, სადაც პირი მიემგზავრება.
ამისთვის მათ უნდა მიმართონ ამცრელ დაწესებულებას და თან უნდა იქონიონ მიზნობრიობის, ანუ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი, რის საფუძველზეც მოხდება მათთვის ვაქცინაციას დაგეგმვა. ამისთვის მათ უნდა მიმართონ ამცრელ დაწესებულებას და თან უნდა იქონიონ მიზნობრიობის, ანუ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი, რის საფუძველზეც მოხდება მათთვის ვაქცინაციას დაგეგმვა". – თქვა გაბუნიამ

კომენტარები