COVID-19

ნიუ-იორკის უდიდესმა სამედიცინო კომპანიამ 1 400 აუცრელი თანამშრომელი გაათავისუფლა

ნიუ-იორკის შტატის უდიდესმა სამედიცინო კომპანიამ, Northwell Health-მა გაათავისუფლა 1 400 თანამშრომელი, რომელმაც Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრაზე უარი თქვა.

ბოლო პერიოდში, აშშ-ს სამედიცინო კომპანიები არავაქცინირებულ თანამშრომლებს ათავისუფლებენ. გასულ კვირაში ნიუ-იორკის სამედიცინო პერსონალისთვის ძალაში შევიდა ვაქცინაციის ვალდებულება. 

Northwell Health-ის გათავისუფლებული 1 400 ადამიანი კომპანიის 76 000 თანამშრომლის მხოლოდ მცირე ნაწილია. 

Northwell-მა საკუთარი თანამშრომლებისთვის აცრის ვალდებულება ჯერ კიდევ აგვისტოში, შტატში ვალდებულების დაწესებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოაცხადა. ვალდებულება ეხებოდა როგორც კლინიკის მედპერსონალს, ისე დანარჩენ თანამშრომლებს.

"ჩვენი მიზანი არ იყო თანამშრომლების გათავისუფლება. ჩვენი მიზანი ხალხის ვაქცინაციაა", – ამბობს კომპანიის სპიკერი, ჯო კამპი. 

კომენტარები