კორონავირუსი და შეზღუდვები

კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებენ – კონცერტებზე, ფესტივალებზე შეზღუდვა მოიხსნა

luxuryresortphotography.com

6 ოქტომბრიდან კვების ობიექტები მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. მათივე გადაწყვეტილებით, ასევე იხსნება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მაყურებლის დასწრება რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი.

"საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, კვების ობიექტების მუშაობა ხვალიდან ერთი საათით გახანგრძლივდება და ისინი 22:00 საათის ნაცვლად, მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ.

იხსნება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მათი გამართვა და მაყურებლის დასწრება შესაძლებელი იქნება რეგულაციების დაცვით". – თქვა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, თქვა გიორგი ღიბრაძემ.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 800 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 42 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 1 485 პაციენტი. დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8.31%-ია, ბოლო 7 დღის –  5.16%, ბოლო 14 დღის – 5.51%.  


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები