კორონავირუსი საქართველოში

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა

AFP - Getty Images

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ დაუდასტურა.

მისი ინფორმაციით, ბავშვი ციციშვილის კლინიკაში კოვიდ-მიმღები სასტუმროდან 18 სექტემბერს გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმე იყო. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. კლინიკის დირექტორის თქმით, ბავშვს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

"ჰქონდა ქრომოსომული თანდაყოლილი დაავადება, გულის კომბინირებული მანკი... ჟანგბადდამოკიდებული იყო შემოსვლისთანავე, შაბათს გარდაიცვალა". – ამბობს მაია ჩხაიძე ტაბულასთან საუბარში.

გასულ 24 საათში Covid 19-ით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 867 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  1 877 პაციენტი. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 17 858.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 618 620 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 591 668 პაციენტი და გარდაიცვალა – 9 068.

კომენტარები