არჩევნები 2021

კალოიანი: ბათუმის უმეტეს უბნებში ოპოზიცია მნიშვნელოვანი უპირატესობით იგებს

ბათუმში საკმაოდ საიმედო სურათია. მნიშვნელოვანი უპირატესობით უმეტეს უბნებში ვიგებთ ოპოზიციის წარმომადგენლები. იმ გაერთიანების, რომლებიც ვკოორდინირებდით არჩევნებამდე. უპირატესობა მნიშვნელოვანია, ასევე, საკმაოდ დიდი უპირატესობით ბევრ უბაში იგებს მერობის გაერთიანებული კანდიდატი. ბათუმში ახლა კომისიებში მიდის ძალიან მძიმე ბრძოლა, ჩვენი კომისიის წევრებს უწევთ თითოეული ხმის დაცვა, ქართულ ოცნება აქვს აღებული სტრატეგია, გააბათილოს ოპოზიციის ხმები. მე მოვუწოდებ მათ, არ ჩაერიონ და არ ჩაერთონ კანონრდარღვევაში.

ამბობს ოპოზიციის კანდიდატი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტზე და ევროპული საქართველოს მდივანი ჯანდაცვის საკითხებში, ვახტანგ კალოიანი ფორმულასთან ინტერვიუში. 

კომენტარები