არჩევნები 2021

ჯაფარიძე: მინდა მოგილოცოთ არჩევნების ჩატარება და ოპოზიციის გამარჯვება

დაიწყება ცვლილებები თბილისში და ჩვენს ქვეყანაში ხვალიდან. აუცილებელია ახლა ყველამ ვიფიქროთ, როგორ გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება. ის გახლეჩვა, დაყოფა ადამიანების, რაც ჩვენ ვნახეთ ქართული ოცნების მხრიდან, იმის მიხედვით, თუ რომელი პარტია მოსწონს, ეს უნდა დასრულდეს, ჩვენ უნდა დავიწყოთ სულ სხვა დადებითი დღის წესრიგით მოქმედება. 

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას და მოგილოცოთ შედეგები, მოგილოცოთ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების ჩატარება ჩვენს ქვეყანაში და ოპოზიციის გამარჯვება. 

ამბობს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე.

კომენტარები