არჩევნები 2021

TV იმედის ეგზიტპოლის 18:00-ის შედეგები: ოცნება 47.6%, ენმ - 27.1%, საქართველოსთვის - 6.8%

ტაბულა

კვლევითი კომპანია GORBI-ს ეგზიტპოლების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ 47.6% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 27.1%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოსთვის - 6.8%. ეს 18:00-ის მონაცემებია.

  • გირჩი-მეტი თავისუფლება - 2.8%
  • ლელო - 2.8%
  • ევროპული საქართველო - 2.6%
  • ლეიბორისტული პარტია - 1.8%
  • პატრიოტთა ალიანსი - 1.6%
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 1.3 %
  • მოქალაქეები - 1%
  • იაგო ხვიჩიას გირჩი - 0.9%
  • სხვა პარტიები - 3.7%

TV იმედის ცნობით, ეგზიტპოლი 120 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, აქედან 48 უბანი - თბილისშია. სულ გამოკითხეს 11 000 ამომრჩეველი. ცდომილების ზღვარი 3%-ია.

კომენტარები