რუსეთი-თურქეთი

პუტინი და ერდოღანი ერთმანეთს ანტისხეულების მაჩვენებლებით შეეჯიბრნენ

ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ორკვირიანი თვითიზოლაციის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თურქეთის ლიდერს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. 

ოფიციალური შეხვედრამდე პრეზიდენტებმა COVID-19-ის, ვაქცინებისა და ანტისხეულების შესახებ ისაუბრეს. პუტინმა ერდოღანს უთხრა, რომ მის გარემოცვაში ათობით ადამიანი ვირუსით დაინფიცირდა, თუმცა მაღალი ანტისხეულების მაჩვენებლის წყალობით, თავად პუტინი გადაურჩა COVID-19-ით ინფიცირებას. 

"მთელი დღე ინფიცირებულებთან ერთად გავატარე, თუმცა მე მაინც არ დავავადებულვარ. ექიმებმა მითხრეს, რომ ეს ჩემი მაღალი ანტისხეულების მაჩვენებლის დამსახურებაა, რომელიც, დაახლოებით, 16-17-ის ფარგლებშია". – უთხრა პუტინმა ერდოღანს. 

"ეს ძალიან დაბალია. ჩემი ანტისხეულების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, დაახლოებით 1 000". – უპასუხა ერდოღანმა პუტინს. 

რუსეთის პრეზიდენტმა ერდოღანს განუმარტა, რომ მსგავსი სხვაობა ანალიზის მეთოდოლოგიასთანაა დაკავშირებული და სხვადასხვა ქვეყნები ერთმანეთისგან განსხვავებულ საზომ სისტემას იყენებენ. რუსული სისტემის თანახმად კი, პუტინის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. 

პუტინმა ანტისხეულებზე საუბრიდან ყურადღება ვაქცინებზე გადაიტანა და ერდოღანს შესთავაზა, რომ ხელახალი აცრის ან ბუსტერი დოზის მიღების შემთხვევაში, რუსული ვაქცინა, Sputnik V გამოეყენებინა. ამაზე კი ერდოღანმა მოკლედ უპასუხა, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინითაა აცრილი. 

"მაშინ, სხვა დროს იყოს". – ღიმილით უპასუხა გაწბილებულმა პუტინმა. 

კომენტარები