არჩევნები 2021

მელია: ისეთ ქვეყანაში მინდა ცხოვრება, სადაც პოლიტიკური პროცესი დახვეწილობას გულისხმობს

ჩვენც, როგორც პოლიტიკოსებს, ისეთ ქვეყანაში და სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება, სადაც დამარცხებულები გამარჯვებულებს მივულოცავთ და გამარჯვებულები იქნებიან ნამდვილად იმ დგომარეობაში, რომ მიიღონ ის გამარჯვება და საზოგადოებამ აბსოლუტური უმრავლესობით ჩათვალოს, რომ ის პარტია არის გამარჯვებული. ასეთ სახელმწიფოში მინდა მე ცხოვრება.

ისეთ სახელმწიფოში მინდა მე ცხოვრება, სადაც პოლიტიკური პროცესი გულისხმობს აკადემიურ მსჯელობას, გულისხმობს დახვაწილობას, არა ქუჩის აქციებს, არამედ საპარლამენტო და სხვა პოლიტიკურ დარბაზებში თუნდაც ცხარე, მაგრამ დებატებს. მინდა იმ სახლემწიფოში ცხოვრება, სადაც მთავარი ლეგიტიმაციის წყარო მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი იქნება, არ ვიქნებით დიდწილად დამოკიდებული ჩვენს უცხოელ პარტნიორებზე, თუ რა დასკვნას დაწერენ.

ამბობს თბილისის მერობის კანდიდატი და ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია. 

კომენტარები