არჩევნები 2021

მელია: პროკურატურას ზურაბიშვილზე საქმეების მომზადება დაავალეს, თუ სააკაშვილს შეიწყალებს

Nika Melia / ნიკა მელია / Facebook

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისა და თბილისში ოპოზიციის ნაწილის საერთო მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, პროკურატურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე სისხლისსამართლებრივ საქმეებს ამზადებს იმ შემთხვევისთვის, თუ ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.

"გაგანდობთ სანდო წყაროებისგან მოპოვებულ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილზე. იმდენად აღარ ენდობიან მას, პროკურატურაში რამდენიმე ტოპ პროკურორს დაავალეს სასწრაფოდ ახალი სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში ნიადაგის ისე მომზადება, რომ იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს და ეს შეიძლება გააკეთოს 5 წუთში იმ საქმეებზე, რომლებზეც განაჩენი გამოტანილია, ქართულ ოცნებას ჰქონდეს სათადარიგო რაღაც. ძალიან სანდო ინფორმაციაა.ფაქტია, როდესაც ეს აწუხებს ქართულ ოცნებას, ჩემი აზრით, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს". – თქვა ნიკა მელიამ TV პირველის ეთერში.

27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში ბრუნდება. სააკაშვილს ამომრჩევლისთვის ქვეყანაში ჩამოსვლის პირობა დღემდე მრავალჯერ აქვს მიცემული. 

28 სექტემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობების შემდეგ კოალიციური მთავრობის აუცილებლობა ნათელია.

კომენტარები