მკლავჭიდი

საქართველოს მკლავჭიდის ნაკრები დისკვალიფიცირდა და ტურნირებზე ვეღარ იასპარეზებს

მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის (WAF) გადაწყვეტილებით, საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ნაკრები WAF-ის მიერ ორგანიზებულ ვერცერთ საერთაშორისო ტურნირზე ვეღარ მიიღებს მონაწილეობას და საქართველოს ფედერაციას ფინანსური ჯარიმის სახით 800 000 დოლარის გადახდაც მოუწევს.

მსოფლიო ფედერაციის განცხადებით, დისკვალიფიკაციის მიზეზი მსოფლიო მკლავჭიდის ჩემპიონატისა და პარამკლავჭიდის ჩემპიონატების ჩატარებაზე უარის თქმა გახდა, რამაც ორგანიზაციას მნიშვნელოვანი საიმიჯო და ფინანსური ზარალი მოუტანა.

 WAF-ის განცხადება სრულად:

მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაცის (WAF) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მლავჭიდის ეროვნული ფედერაცია დისკვალიფიცირდა WAF-ის ნებისმიერი მსხვილი შეჯიბრიდან (ევროპის თუ მსოფლიოს მასშტაბით) ან ორგანიზაციის წევრების მიერ ორგანიზებული სხვა საერთაშორისო ტურნირებიდან. 

საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციას მოუწევს ფინანსური ჯარიმების გადახდაც, რათა დისკვალიფიკაცია გაუქმდეს.

WAF-ის აღმასრულებელმა საბჭომ ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მსოფლიო კონტრაქტის სერიოზული დარღვევის გამო მიიღო - 2021 წლის მსოფლიო მკლავჭიდის & პარამკლავჭიდის ჩემპიონატების ვერ ჩატარების, WAF-ის ხელმძღვანელობის და მისი წევრების შეცდომაში შეყვანის გამო, რამაც ორგანიზაციას უდიდესი ფინანსური და საიმიჯო ზარალი მიაყენა.

დისკვალიფიკაციის პერიოდში ქართველი სპორტსმენები WAF-ის ჩემპიონატებზე რეგისტრაციასაც ვერ გაივლიან.

17-27 სექტემბერს საქართველოს მკლავჭიდის სოფლიო ჩემპიონატისთვის უნდა ემასპინძლა, თუმცა ქართულმა მხარემ არსებული ვალდებულებები ვეღარ შეასრულა.

    კომენტარები