გავრილოვის ღამე

გახარია გავრილოვზე: შეცდომა იყო ამ ღონისძიების საქართველოში, პარლამენტში ჩატარება

მარტივი საკითხია – გავრილოვის შემოსვლა, გავრილოვის სავარძელში ჩაჯდომა, გავრილოვთან ერთად ქეიფი და ბოკლების შეჭახუნება რომ შეცდომა იყო, ამაზე ვდავობთ? შსს-სთვის ეს იყო მხოლოდ ტექნიკური საკითხი, გავრილოვის შემოშვება-არშემოშვება, ან ამ ღონისძიების ჩატარება-არჩატარება იყო თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საკითხი. მე მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი, პოლიტიკურმა ისთაბლიშმენთმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, ჩვენი ამოცანა იყო ამ გადაწყვეტილების შესრულება, რომელიც შევასრულეთ. 

ჩვენ ბევრ რამეზე გამოვთქვით აზრი. იმ გავრილოვთან ერთად რამდენი ადამიანი მივაბრუნეთ უკან, ეგეც შეგიძლიათ ნახოთ. მათთან სამართლებრივი ინსტრუმენტი არსებობდა და ამიტომ, ჩვენ არავისგან პოლიტიკური გადაწყვეტილება არ გვჭირდებოდა, საზღვარი დავუკეტეთ და გათავდა. გავაბრუნეთ დელეგაციის წევრები, რომლებიც საერთოდ არავინ არ იცის, მაგრამ შეცდომა იყო ამ ღონისძიების საერთოდ ორგანიზება, შეცდომა იყო ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება, შეცდომა იყო ამ ღონისძიების პარლამენტის შენობაში ჩატარება, რასაც შემდეგ მოჰყვა ყველაფერი ის, რაც მოჰყვა. ამის გამო პოლიტიკური ფასი გადაიხადა ყველამ, საბოლოოდ ქვეყანამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი აზრი გავრილოვის შემოშვება-არშემოშვების შესახებ მკვეთრად დააფიქსირა. [...] ჩვენ გამოვთქვით აზრი, რომ ამ კაცის შემოსვლა იწვევდა მაღალ რისკებს. 

თქვა პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარემ და თბილისში მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ფორმულას ეთერში.

კომენტარები