ირაკლი ღარიბაშვილი

ნონიაშვილი პრემიერზე: ქვეყანა დასავლეთს შორდება, უტიფრად თქვა, რომ ქართული ოცნებები ხდება

მაშინ, როდესაც საქართველო უფრო და უფრო შორდება დასვლეთს, ამაზე დასავლელი დიპლომატები მიუთითებენ, სამწუხაროდ, ღარიბაშვილის მთელი რიტორიკა არის სიძულვილზე და ამ ქვეყნის წინააღმდეგ აგებული, გაეროს ტრიბუნიდან უტიფრად საუბრობს, რომ საქართველო არის ბრილიანტი, ალმასი, ქართული ოცნებები ხდება... 

გაეროს ტრიბუნიდან პოლიტიკური განაცხადი უნდა იყოს სულ სხვა - უნდა იყოს საუბარი პრობლემებზე და პრობლემის გადაჭრის გზაზე.

ამბობს ევროპული საქართველოს ანტიკორუფციული ქსელის ხელმძღვანელი და ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ნონიაშვილი მთავართან ინტერვიუში საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გაეროში გამოსვლაზე. ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ქართული ოცნების მუშაობით, "ძლიერი დემოკრატიის შექმნით" ამაყობს, "საქართველო თვითნაბადი ალმასია, წახნაგების გამოკვეთა სჭირდება" და "ქართული ოცნებები ხდება". 

კომენტარები